საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 151^1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა (მათ შორის, მწვანე ნარგავის ისე დაზიანება ან თვითნებურად გაჩეხვა, რომ ვერ დგინდება დაზიანებული ან თვითნებურად გაჩეხილი მწვანე ნარგავის სახეობა), მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
