საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 153^12. ლიზინგის საგნის საზღაურის მიღების წესის დარღვევა
1. პირის ( „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა ) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576- ე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული 200 000 ( ორასი ათას ) ლარამდე ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4105 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
