საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 155^11. გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ შეტყობინებისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ შეტყობინების დადგენილი წესით წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5130 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
