საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 155^3. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა
1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 8 1 და 8 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
3. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ( გარდა ამ მუხლის 6 1 და 6 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით / შეფუთვით , თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია , − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
