საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 174^17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა − 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5925 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
