საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 175^1. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ სათანადო ორგანოებისათვის შეუტყობინებლობა
მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცემების მიწოდებისათვის ვალდებული თანამდებობის პირის მიერ სათანადო ორგანოებისათვის შეუტყობინებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 მუხლი 175 2 . არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2512 – სსმ I, №3, 13.01.2010წ., მუხ.9 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5451 – ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3773 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
