საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 177^11. ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრულებლობა
ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111
