თანამდებობის პირების მიერ პოლიგრაფიული და საშტემპელო-საგრავირო საწარმოების გახსნის, პოლიგრაფიული მოწყობილობის, გასამრავლებელი აპარატების, შრიფტებისა და მატრიცების შეძენის და გაყიდვის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. პოლიგრაფიული მოწყობილობის, გასამრავლებელი აპარატების, შრიფტებისა და მატრიცების გამოყენების, აღრიცხვის და შენახვის წესების დარღვევა ამ წესების დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა მიერ, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 179. პოლიგრაფიული და საშტემპელო-საგრავირო საწარმოების გახსნის, გასამრავლებელი ტაქნიკის შეძენის, გაყიდვის, გამოყენების, აღრიცხვისა და შენახვის წესების დარღვევა
Редакция №639 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.
