საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
პროკურორს, ახორციელებს რა ზედამხედველობას კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას, უფლება აქვს აღძრას წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ; გაეცნოს საქმის მასალებს; შეამოწმოს ორგანოების (თანამდებობის პირთა) მოქმედების კანონიერება საქმის წარმოების დროს; მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში; განაცხადოს შუამდგომლობანი, მისცეს დასკვნები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ საკითხებზე; შეამოწმოს შესაბამისი ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების სისწორე; გააპროტესტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო შეტანილ საჩივარზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება; შეაჩეროს დადგენილების აღსრულება, აგრეთვე შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოქმედებანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი