საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 67. ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა
1. ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ან აღდგენა-გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და გამოყენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე.
2. ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
