საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 82^6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად არ ჩაითვლება იმავე დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1195 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
