არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობა − გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება აღნიშნული პროდუქტის ის საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოში, ხოლო ასეთი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − აღნიშნული პროდუქტის საერთაშორისო საბაზრო ღირებულება. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 86^4. არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობა
Редакция №639 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.



