მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Статья 25
1. პარტიის ქონებას ქმნის: ა) საწევრო შენატანები; ბ) შემოწირულებები; გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა; დ) (ამოღებულია - 15.12.2023, №4019) . 1 1 . საწევრო შენატანად მიიჩნევა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული საწევრო შენატანის სახით გადახდილი მხოლოდ ის ფულადი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობაც დადგენილია პარტიის წესდებით.
2. შემოწირულებად მიიჩნევა: ა) პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული ისეთი ფულადი თანხა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება; ბ) პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით მიღებული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა; გ) პარტიის მხარდასაჭერად გაღებული ისეთი ფულადი თანხა, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან გაწეული ისეთი მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.
