Статья 64. წარმომადგენელთა კრება
1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ხუთასზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა ორასზე მეტია, შეიძლება წესდებით განისაზღვროს, რომ საერთო კრების ნაცვლად ჩატარდეს წარმომადგენელთა კრება.
2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ყოველი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, მაგრამ არ არის არც გამგეობაში და არც სამეთვალყურეო საბჭოში.
3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა 50 წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ.
4. წარმომადგენლები აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით; არჩევნებისას წევრთა წარმომადგენლობისათვის შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტი . პირი წარმომადგენლად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ოთხ წელზე მეტი ვადით. წესდებით უნდა განისაზღვროს: ა) რამდენ წევრზე მოდის ერთი წარმომადგენელი; ბ) წარმომადგენლობის დრო. სხვა, უფრო დაწვრილებითი დებულებები არჩევნების წესის შესახებ, შედეგების განსაზღვრის ჩათვლით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისათვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად.
5. ყოველი წარმომადგენლისათვის არჩეული უნდა იქნეს თითო სათადარიგო პირი. თუ წარმომადგენელი განთავისუფლდება ვადის დამთავრებამდე, მაშინ მას შეცვლის სათადარიგო პირი. ეს პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ წარმომადგენელთან ერთად წარმომადგენელთა არჩევნებისათვის დადგენილი წესებით, უფლებამოსილების იმავე ვადით.
6. არჩეულ წარმომადგენელთა და არჩეულ სათადარიგო პირთა სია 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს გამოკრული კოოპერატივის ოფისში, რათა წევრები გაეცნონ მას. ამის შესახებ უნდა გამოცხადდეს საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ან წესდებით განსაზღვრულ გაზეთში. სიის გამოკვრის ვადის ათვლა იწყება გამოქვეყნების დღიდან. ყოველ წევრს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სიის ასლი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო 1. კოოპერატივს უფლება აქვს, წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და განსაზღვროს მის წევრთა რაოდენობა.
2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი (დირექტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის საქმიანობა. გამგეობიდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამგეობას ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, მისი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და წლიური მოგების განაწილების თაობაზე წინადადებებს. შემოწმების შედეგების შესახებ იგი მოახსენებს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეწარმეთა შესახებ
