1.არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
2.თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის ან მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო მეტი ვადითაც დაინიშნოს. დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.
