საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და პორტებში დელეგაციათა დარბაზებითა და სამთავრობო გასასვლელებით. თავი V. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის წყარო
