1.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ მოსამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3.პირს უნდა განემარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:
ა) პირს აქვს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთან დაკავშირებით ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას;
გ) პირი ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე იმყოფება;
დ) პირი სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ადგილზე იმყოფება;
ე) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ მოსამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. პირს უნდა განემარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.