1.სამსახური უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მიიღოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამისთვის მათთან ღია ან ფარული ურთიერთობა დაამყაროს.
2.სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს სამსახურთან და დახმარება გაუწიოს მას.
3.პირს, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს, უფლება აქვს: ა) სამსახურთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ; ბ) უფლებამოსილი მოსამსახურისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე; გ) კონსპირაციის მიზნით პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები გამოიყენოს; დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მიიღოს იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურისათვის დახმარების გაწევისას მიადგა.
4.პირი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე უწევს დახმარებას სამსახურს, ვალდებულია: ა) შეასრულოს სამსახურის კანონიერი დავალებები თავისი ამოცანების გადასაწყვეტად; ბ) დაიცვას სამსახურთან დადებული კონტრაქტის პირობები; გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია. თავი IV სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა




