1.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.
1.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. 3 1 . პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სავალდებულო საგნის სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კვალიფიკაციის შესაბამისი საგნით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გარეშე. 3 2 . პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე დაადასტუროს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება.
4.მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 21 3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება.
5.მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
6.მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.
7.თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
8.მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს სამინისტრო. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122 საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3243 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1720 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
Изменения, которые прошла эта статья
No substantive change – this article is not directly amended by the changes.
акт об изменении №6888003Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
Ссылается на