1.საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი.
4.ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია შეთავაზებული პროგრამების/სერვისების და კონსულტაციის მონაწილეებისთვის გამოიყენოს რესურსსკოლის ფართობი, მათ შორის, პანსიონური ნაწილი გამოიყენოს სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამით განთავსების მიზნით. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2671 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

