Статья 31. ნარჩენების მიღება
1. ნაგავსაყრელზე განსათავსებლად მიიღება მხოლოდ ძირითადი მახასიათებლების დადგენის გზით განსაზღვრული შესაბამისი შემადგენლობის, ფიზიკური/ქიმიური მახასიათებლებისა და ჟონვადობის თვისებების მქონე ნარჩენები.
2. სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენები უნდა განთავსდეს ისეთ ნაგავსაყრელზე ან ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი სახის ნარჩენების მისაღებად.
3. სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მიღების პროცედურა და კრიტერიუმები, სინჯების აღება და გამოცდა განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართში.
4. ნაგავსაყრელის ოპერატორი ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში უთითებს ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების კოდებს და დასახელებებს ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.
