წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ
Статья 11^12. ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუში
1. ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუში არის სააგენტოს მიერ შერჩევითი კონტროლის განხორციელების მიზნით სარეალიზაციო ქსელში არსებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან შედარების საშუალება .
2. სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშს იყენებს ფარმაცევტული პროდუქტის მარკირების ვიზუალური შედარებისათვის და ლაბორატორიული შემოწმებისას .
3. სააგენტოს მიერ შენახული ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშების ჩანაცვლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი . საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149
