საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156
Статья 13. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მონაწილე სუბიექტებისათვის სავალდებულოა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის პირობების დაცვა. 2. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია. 3. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია არის იურიდიულ პირი სრული ფინანსური, მმართველობითი და საკონტრაქტო დამოუკიდებლობით. კომპანიის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით. 4. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები იფარება მისი სახსრებიდან, რომელთა მოცულობა დგინდება კომპანიის საერთო შემოსავალთან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით დამტკიცებული შეფარდების ნორმატივის მიხედვით. 5. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის მართვის უმაღლესი კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად განიხილავს დაზღვევის ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობას, იხილავს და ამტკიცებს კომპანიის სტრუქტურას და შტატებს.
