„სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
Статья 10. სამომხმარებლო კოოპერაციის შიდაკოოპერაციული, საერთაშორისო კავშირები და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობა
1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები და საწარმოები საქმიანობას წარმართავენ დამოუკიდებლად, წესდებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მართვის ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი კოოპერაციული ორგანოებისათვის.
2. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების სამეურნეო ურთიერთობანი სხვადასხვა დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე.
3. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირებისაგან დელეგირებული უფლებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი წარმოადგენს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ინტერესებს საერთაშორისო კოოპერაციულ ალიანსში და ამყარებს ურთიერთობებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს კოოპერაციული მოძრაობის განვითარებას, კოოპერაციული პრინციპებისა და ფასეულობების პროპაგანდას. თავი VI სახელმწიფოსა და სამომხმარებლო კოოპერაციის ურთიერთდამოკიდებულება
