1.სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება არის კერძო საკუთრება და შედგება კოოპერატივებისა და კავშირების საკუთრებისაგან. მეპაიეს ქონებაში თავისი წილი აქვს.
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ
1.სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება არის კერძო საკუთრება და შედგება კოოპერატივებისა და კავშირების საკუთრებისაგან. მეპაიეს ქონებაში თავისი წილი აქვს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება იქმნება მეპაიეების ფულადი და ქონებრივი შენატანებით, პროდუქციის, საქონლის (მომსახურების) რეალიზაციით, ფასიანი ქაღალდებით და სხვა სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით, წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებების, ფიზიკური პირების საქველმოქმედო შენატანებით, შემოწირულობებით და სხვა წყაროებით, რომლებიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით .
3.სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრებას განკარგავენ მართვის ორგანოები წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად.
4.სამომხმარებლო კოოპერატივის ქონება იყოფა განუყოფელ და გასაყოფ ნაწილებად. ქონების განუყოფელი ნაწილი კოოპერატივის ფუნქციონირების პერიოდში არის მისი არსებობის გარანტი. განუყოფელი და გასაყოფი ნაწილების განაწილების წესი განისაზღვრება სამომხმარებლო კოოპერატივის წესდებით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.