მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს: ა) მტკიცებულებანი, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია; ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი; გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ; დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შეტანილია საქმის აღძვრამდე და განმცხადებელმა იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მხარე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 112. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შინაარსი
Редакция №178 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.
