საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 153. მოწმის მიერ ფიცის დადება
1. მოწმის მიერ ფიცის დადება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
2. ფიცის დადება ხდება დაკითხვის შემდეგ.
3. ფიცს არ დებენ 16 წელს მიუღწეველი პირები.
4. ფიცის დადების წინ სასამართლომ უნდა აუხსნას მოწმეს ფიცის მნიშვნელობისა და წინასწარგანზრახულად დაფიცების გზით ყალბი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
5. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”. ამაზე მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!”
6. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი დაიდება შემდეგნაირად: მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”. მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ”.
7. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან თავისი ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურებით. ასეთი დადასტურება შემდეგნაირად ხორციელდება: მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „ადასტურებთ თუ არა სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით, რომ თქვენ თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ?”. მოწმე უპასუხებს: “დიახ, ვადასტურებ”. თავი XIX ნივთიერი მტკიცებულება
