1.ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
