საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 316^3. განცხადების შინაარსი
1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი ურთიერთობის ხასიათი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორის ორგანოს აღების მიზანი.
2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში; ბ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ მოიძებნა ცოცხალი დონორი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის; გ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ტრანსპლანტაციის ჩვენებას; ე) დონორის თანხმობა; ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ; ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის შესახებ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
