საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
Статья 23. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა
1. ჩეკისთვის თავდები ისევე აგებს პასუხს‚ როგორც ის‚ ვისაც იგი თავდებად დაუდგა. თავდებობა მოქმედია მაშინაც‚ როცა ის ძალის არმქონე ჩანს რაიმე სხვა მიზეზით‚ გარდა გაფორმებისას დაშვებული დეფექტისა.
2. თავდები ჩეკის განაღდების შემთხვევაში იძენს უფლებას იმის მიმართ‚ ვისაც იგი თავდებად დაუდგა, და ყველა იმათ მიმართ‚ რომლებიც ვალდებული არიან ამ უკანასკნელის წინაშე ამ კანონის შესაბამისად. თავი IV ჩეკის წარდგენა და განაღდება
