Статья 16. იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და იმავე ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების წევრთა (შემდგომ − დაღუპული/ გარდაცვლილი) სოციალური დაცვა
1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.
2. დაღუპულთა ( გარდაცვლილთა ) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს : ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „ სახელმწიფო პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად : ბ ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად : გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის , საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას , გაზის , ელექტროენერგიის , ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას , აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით ( გარდა ტაქსისა ) სარგებლობას , სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2 საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
