1.უნივერსიტეტის მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
2.უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.
3.უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.
4.უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს მას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5.საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.


