Статья 6^1. დაჩქარებული მომსახურება
1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 50 ლარი; გ) მოძრავ ნივთზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; დ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ე) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ვ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ზ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – დოკუმენტაციის შემოტანის დღეს – 10 ლარი.
2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234
