1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება.
2.სამართალსუბიექტებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვეში უზრუნველყონ მათ მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
