ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
Статья 16. პაციენტის უფლებები არანებაყოფლობითი იზოლაციისას
არანებაყოფლობითი იზოლაციისას პაციენტს უფლება აქვს: ა) უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო მომსახურებით; ბ) ტუბერკულოზის კონტროლის მოთხოვნათა დაცვით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ტერიტორიაზე, რომელშიც ხორციელდება მისი არანებაყოფლობითი იზოლაცია, შეხვდეს ოჯახის წევრს და ადვოკატს, აგრეთვე აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით – სხვა პირს; გ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს; დ) მიიღოს ამანათები და ფულადი გზავნილები; ე) მიიღოს ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისარგებლოს წიგნებით; ვ) ისარგებლოს ტელეფონით და ინტერნეტით, ჰქონდეს მიმოწერა. თავი VII პაციენტის სოციალური დაცვის გარანტიები
