სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Статья 5. სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის; ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს; გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას; ზ) სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობისთვის. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ.72
