Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას; გ) სახელის ან გვარის შეცვლისას; დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე.
3.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას.
4.პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება: ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) თუ დაინტერესებულმა პირმა შეცვალა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; გ) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები; დ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას.
5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.
6.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.
1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას; გ) სახელის ან გვარის შეცვლისას; დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე. 3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას. 4. პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება: ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) თუ დაინტერესებულმა პირმა შეცვალა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; გ) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები; დ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას. 5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები. [ 6. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
The amendment adds a provision allowing individuals to replace their ID card if its expiration date is within 6 months, even without other triggering events.
акт об изменении №6681277Transfers residence permit issuance authority to SSDA.
акт об изменении №1679225Grants the Minister of Justice authority to define additional grounds for replacing/suspending identity documents.
акт об изменении №1541261Excludes electronic IDs from address change requirements and outlines conditions for suspension of electronic ID validity.
акт об изменении №1405106Modifies Article 267 concerning suspension of proceedings and material transfer.
акт об изменении №1027497Lists circumstances requiring replacement of an ID card (expiration, change of address, etc.).
акт об изменении №25684Adding 'and change of residence' after 'reaching' in the first paragraph of Article 18, clarifying that a change of residence necessitates replacement of the ID.
акт об изменении №13912Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.