გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე, 81 1 მუხლებით, 261-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 262-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 263-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ქმედობის ჩადენისათვის. გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან ის პირები, რომელთა მიმართ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო საქმეები განხილულია, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ არის შესული.
Статья 1
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
