საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება: ა ) იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება; ბ ) უფლებამოსილი პირის უარით; გ ) უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით; დ) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით; ე ) შესრულებით; ვ) უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხარდაჭერა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად დაუწესდა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
