საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.
