საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).
2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.
