საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 306^4. აუქციონის ჩატარება
1. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.
2. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.
3. ფასის ბოლო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.
4. აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის მიერ თანხის სრულად დაფარვას აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს უძრავი ნივთის საწყისი ფასის ერთ მეათედს. საბანკო გარანტიის პირველადი ბენეფიციარი არის კრედიტორი.
5. თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304 საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
