საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 450. ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ პირებსაც.
2. თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან არ ათავისუფლებს ძირითად მოვალეს ვალდებულების შესრულებისაგან.
3. ერთ-ერთი თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან ათავისუფლებს სხვა თავდებ პირებსაც.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
