1.როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.
2.სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი. თუ სასამართლო ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის ურთიერთობის მონაწილე.






