1.მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც, რომელიც წარმოეშვა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებისას, თუ ზიანი დადგა დავალებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლის მითითების გამო.
2.პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ დამდგარი ზიანი გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია რწმუნებულის მოქმედებით. თუ სადავო გახდება გასამრჯელოთი ზიანის დაფარვა, მაშინ მტკიცების მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს.




