საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 771. მიბარებული ნივთის უკან წაღების მოვალეობა
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. შემნახველს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმბარებელს შესანახად მიბარებული ნივთის უკან წაღება, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული არ იყო.
2. შემნახველს შეუძლია ეს უფლება განახორციელოს მხოლოდ ისე, რომ მიმბარებელს სხვა გზით შეეძლოს ნივთის შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი მიბარებული ნივთის უკან დაბრუნებისათვის.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
