1.თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
2.გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სპეციალური ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში. ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.






