1.ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.
2.თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს: ა ) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს; ბ ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ ) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ ) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს; ე ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს; ვ ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს; ზ ) საქმიანობის ხანგრძლივობას; თ ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.






