საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 965. მოწილეების სოლიდარული პასუხისმგებლობა
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ ვალდებულებისათვის, რომელიც მათ მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი ვალდებულების შესრულება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას მოითხოვოს, რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან.
2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა მოხდეს 964-ე მუხლის მიხედვით .
