1.პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ.
2.პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ.
